+995 32 2 29 00 06
Eng

ASB საქართველო

არბაითერ - სამარიტერ - ბუნდმა (ASB) საქართველოში საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში საოქალაქო ომი მძვინვარებდა. იმ დროისთვის, ASB-ს მთავარი მიზანი იყო ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, რათა გაეუმჯობესებინა საზოგადოების ყველაზე სუსტი და დაუცველი ფენის მდგომარეობა, მათი ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა ომის გამო. 1997 წელს სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ASB-მ თავისი წარმომადგენლობა საქართველოდან გაიწვია.

2010 წელს ASB დაბრუნდა საქართველოში, ამჯერად უკვე იმ აქტივობების განსახორციელებლად, რომელიც გაზრდიდა კატასტროფის რისკების შემცირების საშუალებას. სოციალური სერვისების განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება და საქართველოს სამარიტელთა ასოციაციის გაძლიერება მის მთავარ ამოცანებად იქცა. დღეისათვის ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს, რომელიც ყველა ჩამოთვლილ სფეროს ეხება, თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პროექტები

ახლახანს @
4 დღის 16 საათის წინ ირაკლი ქუთაისიდანაა, ციხეში გატარებული 4 წლის შემდეგ მან გადაწყვიტა სწავლას დაბრუნებოდა.🎓 2014 წლიდან ის უკვე საკუთარ ფეხსაცმლის სამკერვალოში👞 მუშაობს, სადაც კიდევ 5 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ერთი ყოფილი მსჯავრდებული. პროექტის ფარგლებში ირაკლიმ ტერფის👣 გამოსაკვლევი აპარატი მიიღო, რაც აუცილებელი იყო ბიზნესის განსავითარებლად. ირაკლიმ უკეთესი მომავალი აირჩია. *** პროექტი "განათლება რეინტეგრაციისთვის, გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" დაფინანსებულია 🇪🇺ევროკავშირის მიერ (European Union in Georgia) და ხორციელდება ASB საქართველოს მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან CHCA და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ერთად. #ცვლილებებიიწყებაშენით, #გზასაზოგადოებისკენ, #EU4Georgia, #EU4Justice
1 კვირის 4 დღის 21 საათის წინ ASB საქართველოს მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ დღის ცენტრმა "ნაიომ" (რეაბილიტაციის ცენტრი ნაიო ააიპ) მოიპოვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall -ის დაფინანსება 12 ბენეფიციარისთვის. სამომავლოდ კი, საკუთარი სერვისების დასავლეთ საქართველოს მასშტაბთ გაფართოებას გეგმავს. *** პროექტი "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. European Union in Georgia, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი Ukrainian Center for Independent Political Research #EU4Georgia