+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

სოციალური მომსახურებები საქართველოს რეგიონში

ASB საქართველომ, ევროკავშირის მხარდაჭერით 6 ახალი პროექტი დააფინანსა საქართველოს რეგიონებში სოციალური მომსახურებების შესაქმნელად ან გასავითარებლად.

საგრანტო კონკურსის შედეგად, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ქუთაისი, ხონი, სენაკი, სიღნაღი, ხარაგაული) სხვადასხვა სახის სოციალური სერვისები ამოქმედდება.

ა(ა)იპ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „თაირისი“ საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციაა და ის გეგმავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების დანერგვას.  პროექტის მიზანია: იმერეთის რეგიონის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისის დანერგვა-განვითარების ხელშეწყობა და მოწყვლადი კატეგორიების ბავშვების ამ სერვისზე გეოგრაფიული წვდომა, ისევე როგორც, სოციალურად დაუცველ, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა განვითარების სტიმულირება, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება/მხარდაჭერა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაცია.

ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივა კი, სიღნაღის რაიონში, ქალაქ წნორში 60 წელს გადაცილებული ხანდაზმული ადამიანებისთვის „ჯანსაღი დაბერების სივრცის“ მოწყობას გეგმავს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“ პროექტს „ვიზრუნოთ ჩვენს უფროს თაობაზე“ განახორციელებს სენაკის მუნიციპალტიტში, რისი მიზანიც იქნება 25 მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა მათთვის შინ მომსახურების სერვისის მიწოდების დანერგვით.

ქალაქ ხონში ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ ბაზაზე   უსახლკარო და მიუსაფარი პირებისათვის კომბინირებული სოციალური სერვისის  მიწოდებას დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფით აპირებს თემთა სოციალურ -ეკონომიკური  განვითარების ასოციაცია,,იმერეთი“

 

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთაისი“  პროექტს ქუთაისში ფსიქიატრიული  სერვისების გაუმჯობესება მოწყვლადი ჯგუფებისთვის“განახორცილებს, პროექტის მიზანია ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ადამიანებისა (ძალადობის, წამების მსხვერპლების, ყოფილი მსჯავრდებულების, პრობაციოენერების) და  მათი ოჯახის წევრების  რეაბილიტაცია გაუმჯობესებული ფსიქიატრიული სერვისების მიწოდების გზით.

 

კავშირი „ნერგები“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 18 წელს ზემოთ ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებისათვის  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა  „დღის ცენტრის“ მომსახურების დანერგვის გზით გეგმავს.

 

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ASB საქართველოსა და პარტნიორი ორგანიზაციების საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და „კახეთის რეგიონალური განვითარების ცენტრი“ მიერ. 

23/10/2020