+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

მეტი პროექტის მთავარი მიზანიპროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას, რაც შეესაბამება 2014-2016 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, პროექტი ეფუძნება შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს. კონვენცია ხელმოწერილი და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.
4/02/2021

10 წელი საქართველოში

მეტი ჩვენ ვეხმარებით აქ და ახლა“ - ეს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) სლოგანია, რომელიც სათავეს მე-19 საუკუნეში იღებს. ყველა იმ საქმიანობით, რომელსაც ASB-ის 200-ზე მეტი ფილიალი სრულიად გერმანიის მასშტაბით და მსოფლიოს 10 ქვეყანაში ახორციელებს, ორგანიზაცია წარმატებით გარდაქმნის აღნიშნულ სლოგანს მოქმედებად: ASB ყველაზე საჭირო მომსახურებას უწევს სოციალურად მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს განურჩევლად მათი პოლიტიკური, ეთნიკური, ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა.
10/12/2020

#მომავალიშენზეა ასოციაცია "ილი"

მეტი გაიცანით სალომე გარდავა ზუგდიდიდან, ასოციაცია "ილის" დამფუძნებელი. ორგანიზაცია 2019 წლიდან ზრუნავს სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის საჭირო სერვისის ჩამოყალიბებაზე და მიწოდებაზე. პარალელურად, ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური ადვოკატირების კამპანიის შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კოხლიარული იმპლანტების გარე სასმენი პროცესორების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოყო. ეს დაფინანსება სჭირდებათ ბავშვებს, რომელთა ოპერაციიდან გასულია 5 წელი ან მეტი და პროცესორის საგარანტიო ვადა სრულად ამოწურულია, ამ დროს კი ბავშვები ისევ ყრუდ არიან დარჩენილები.
8/12/2020

სოციალური მომსახურებები საქართველოს რეგიონში

მეტი ASB საქართველომ, ევროკავშირის მხარდაჭერით 6 ახალი პროექტი დააფინანსა საქართველოს რეგიონებში სოციალური მომსახურებების შესაქმნელად ან გასავითარებლად.საგრანტო კონკურსის შედეგად, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ქუთაისი, ხონი, სენაკი, სიღნაღი, ხარაგაული) სხვადასხვა სახის სოციალური სერვისები ამოქმედდება.
23/10/2020

Covid_19 თან რეაგირების პროგრამა გორში

მეტი გლობალურმა პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის საქართველოს. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში კი მოწყვლადი ჯგუფები აღმოჩნდნენ. ASB საქართველომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად Covid-19 თან რეაგირების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, 75,000 ლარის ოდენობის ბიუჯეტით. შედეგად მთელი საქართველოს მასშტაბით 15 პროექტი დაფინანსდა, რის ფარგლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, და სხვა აუცილებელი სერვისები.
6/08/2020

#მომავალიშენზეა, გაცნობითი შეხვედრა თელავში

მეტი ASB საქართველომ ახალი სოციალური კამპანია #მომავალიშენზეა დაიწყო. კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართულობის წახალისება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციამ პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა თელავში, 2020 წლის 10 ივლისს. შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის პოპულარიზაცია.
13/07/2020

ევროკავშირის ელჩი სტუმრად თელავში

მეტი ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი კარლ ჰარცელი, თელავში სმენისა და მეტყველების სახლს სტუმრობდა. ორგანიზაცია "მოვუსმინოთ სამყაროს" ASB საქართველოსგან და ევროკავშირის მიიღო ფინანსური მხარდაჭერა პროექტის: "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის" ფარგლებში. პროექტს ASB საქართველოსთან ერთად ახორციელებენ პარტნიორი ორგანიზაციები: EDEC და AEE. 
3/07/2020

Covid_19 -თან რეაგირების პროგრამა

მეტი გლობალური პანდემიის დაწყებისთანავე ASB აქტიურად არის ჩართული Covid-19 თან ბრძოლის პროცესში როგორც გლობალურ, ისე ნაციონალურ და ადგილობრივ დონეზე. ASB საქართველომ პანდემიის დაწყებისთანაცე აღმოუჩინა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა, იმ დროისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრა-წითელი თერმომეტრებითა და სამედიცინო კარვებით, რომელიც აუცილებელია გადაუდებელი სიტუაციების დროს მოქმედებების ჩასატარებლად არა მხოლოდ პანდემიის პირობებში. 
26/06/2020

#მომავალიშენზეა - ნინო პაატაშვილი

მეტი გაიცანით ნინო პაატაშვილი თელავიდან. ნინო ორგანიზაცია "საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციას" მართავს, რომლის მთავარი მიზანია რეგიონში სამედიცინო-სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ნინო და მისი ორგანიზაცია აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მერიასთან ერთად მუნიციპალიტეტში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორგანიზაციამ მოახერხა ადგლობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე რეგიონში ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურების შექმნა, როგორიც "ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაა".
6/06/2020

საველე კარვები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის

მეტი ASB საქართველომ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2 ერთეული საველე კარავი გადასცა. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც. კარვების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ ASB საქართველოს დირექტორი დიმიტრიე ტოდოროვიჩი და საქარველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. 
25/05/2020

გვერდები